უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ლალიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
როგორც ლალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობამ არც კი იფიქრა მისი, როგორც დევნილი მოსამართლის უფლებების აღდგენაზე.
„გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. არსებობს თვით ამ უმრავლესობის გადაწყვეტილება ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დადგენილება, რომლებმაც ჩვენ პოლიტიკურ დევნილებად გვცნო იმ პერიოდიდან მოყილებული, როდესაც ჩვენი გათავისუფლება მოხდა სასამართლო სისტემიდან, რადგან ვიყავით პრინციპულები და დამოუკიდებლები. მე, ასეთი ადამიანი, ვიდექი პარლამენტის წინაშე და სამწუხაროდ უმრავლესობამ არც კი იფიქრა თუნდაც ამ კუთხით უფლებათა აღდგენაზე. მრჩება წარმოდგენა, რომ არა- დოლიძეს, არა - ლალიაშვილს, არა - თოდუას, მაგრამ კი - მურუსიძეს და მისნაირ მოსამართლეებს. ეს სამწუხარო სინამდვილეა", აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.