„ნაციონალური მოძრაობის“ წარმონადგენელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არჩევნები "რუსთავი 2"-ისა და კრიტიკული მედიის გარეშე ვერ იქნება ლეგიტიმური.
მისი თქმით, აშშ-მა და ევროპამ მკვეთრად თქვა, რომ რომ "რუსთავი 2" არის წითელი ხაზი და თუ მას შეეხება მთავრობა ექნება დიდი ფასი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება და არა - "რუსთავი 2"-ს. ეს არის ხაზგასმა, რომ ჩვენთან კიდევ ერთი ინსტიტუტი დასამარდა. ჯერ საქალაქო სასამართლო, ახლა სააპელაციო. იმედი მაქვს, იგივეს არ გააკეთებს უზენაესი სასამართლოც. ერთადერთი იმედი არის საკონსტიტუციო სასამართლო, "რომელიც აქამდე იყო ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ ყველაფერს აქვს დიდი ფასი - ერთი წინაასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ვერ იქნება "რუსთავი 2"-ისა და კრიტიკული მედიის გარეშე ლეგიტიმური. ჩვენ მკაფიოდ გვითხრეს ამერიკაშიც და ევროპაშიც, რომ "რუსთავი 2" არის წითელი ხაზი და, თუ ხელისუფლება შეეხება ამას, ექნება ძალიან დიდი ფასი, რომელიც არ უნდა გადაიხადოს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის გამო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.