სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა:
„5 წუთიც არ დასჭირდა სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა დაესამარებინა დღეს ქვეყანაში. გადაწყვეტილება, რომელიც ყველამ იცოდა, დღეს გამოცხადდა. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა მეთოდით და ყველა ძალით მიიტაცოს „რუსთავი 2“ და ამას სასამართლოს ხელით ასრულებს, თუმცა მინდა მივმართო ხელისუფლებას: თქვენ შეიძლება გარკვეული ბრძოლის ნაწილი მოიგეთ სააპელაციო სასამართლოს ხელით, თუმცა მერწმუნეთ, რომ ომს „რუსთავი2“ მოიგებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.