საქსტატის წინასწარიმონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაგანხორციელდა.ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ. აშშდოლარიშეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგრეკორდულიმაჩვენებელია.
"წინა წელთან შედარებითპირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. პირველ კვარტალშიქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ, ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები, ამ ყველაფრის დამადასტურებელი რა თქმა უნდა პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია", აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103 პროცენტითმეტია 2015 წლის I კვარტალისწინასწარმონაცემებზე. 2016 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის 1 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემს, რაც უკანასკნელი წლის უმსხვილესი მაჩვენებელია.
სამიუმსხვილესისექტორისწილმა (განხორციელებულიპირდაპირიუცხოურიინვესტიციებისმიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტიშეადგინა.
საქართველოშიგანხორციელებულიპირდაპირიუცხოურიინვესტიციებისყველაზედიდიწილი
1.ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის და 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტი), რაც 2015 წლის 1 კვარტალთან შედარებით 36.9%-იანი მატებაა.
- საფინანსო სექტორი: 58 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს პირველ კვარტალში იყო მინუს 4 მლნ აშშ დოლარი).
3.ენერგეტიკის სექტორი სადაც 2016 წლის პირველ კვარტალში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა რაც 90% პროცენტით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია - 137მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 36%), მეორე ადგილზეა თურქეთი - 57 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 15%), ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს - 44 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12%).
ტოპ 10 ქვეყანა შემოსული ინვესტიციების მიხედვით
ქვეყანა ინვესტიციის მოცულობა (მლნ აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი
|
137
|
თურქეთი
|
57
|
გაერთიანებული სამეფო
|
44
|
კორეა
|
32
|
ნიდერლანდები
|
22
|
საერთაშორისო ორგანიზაციები
|
16
|
ვირჯინის კ-ები (ბრიტ.)
|
12
|
ლუქსემბურგი
|
11
|
აშშ
|
9
|
კვიპროსი
|
7
|