ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) სპეციალისტებმა დაადგინეს ევრიპის ქალაქები სადაც ყველაზე მეტად მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. გაირკვა, რომ ყველაზე მეტად ნარკოპრეპარატებსა და ნარკოტილულ ნივთიერებებს ლონდონში, ამსტერდამსა და ოსლოში მოიხმარენ.
სპეციალისტებმა ევროპის 21 ქვეყნის მონაცემები გაანალიზეს. შედეგად დადგინდა, რომ კოკაინს ყველაზე მეტად (909მგ დღეში 1000 ადამიანზე)ლონდონში მოიხმარენ. მეორე ადგილზეა ამსტერდამი (642მგ), მესამეზე ანტვერპენი (621მგ).
ამფეტამინის მოხმარების მხრივ ლიდერობს ანტვერპენი (250მგ). რაც შეეხება მეტამფიტამინს - პირველ ადგილზეა ოსლო (172მგ).
ექსტაზი ყველაზე მეტად პოპულარულია ამსტერდამში, ეინდჰოვენში და ანტვერპენში.
კვლევა მეტად ორიგინალური მეთოდით ჩატარდა. ნარკოტიკების ხვედრითი წილი წყალშემკრებებში მოხვედრილი შარდში ნარკონივთიერებების ოდენობა დადგინდა.