კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას 6 ათასმა მცხოვრებმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის სპენსერ ტუნიკის ინსტალაციაში. ფოტოხელოვანი სხვადასხვა ქვეყნებში აგროვებს მსურველებს, რომლებიც ასეთი, არასტანდარტული ხერხით მოუწოდებენ მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობისკენ.
ანალოგიური აქცია გაიმართა ბარსელონაში (7 ათასი მონაწილე), კლივლენდში (2700), ამსტერდამში (2000), ნიუკასლში (1700), კარაკასში (1500). ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა. აქ ”შიშველ” ფოტოსესიაში მონაწილეობა 18 ათასმა ადამიანმა მიიღო.
”ჩვენ მოხარულები ვართ ჩვენი სიშიშვილისა და აუღელვებლობის - ეს არის მოქმედება მშვიდობისა და სიმშვიდისთვის, რომელიც ერთმანეთს დააშორიშორეს. ეს არის ადამიანების ერთიანობის მომენტი. ეს არის ცრურწმენების უარყოფის მომენტი”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, წერს Daily Mail-ი.
გამოცემა აცხადებს, რომ ფოტოსესიაში მონაწილეები ვერ დააფრთხო ჰაერის ტემპერატურამ რომელიც +7 გრადუსს არ აღემატებოდა.
ვიდეო: APF (+18) (ვიდეოს სანახავად საჭიროა ავტორიზაცია https://www.youtube.com/ -ზე)