მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ ,,,რუსთავი 2”-ის, ე.წ. კაბელების და გიგი უგულავას სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმისთვის მიმართვასთან დაკავშირებით, განცხადება ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმე მიზანმიმართულად ჭიანურდება.
“ხუთი უდანაშაულო ადამიანი, რომლებისთვისაც ყოველი დღე ციხეში ყოფნის დიდი ტრაგედიაა, ამ საკითხის განხილვა გაიჭიმა, რადგან მოსამართლე ტურავამ გამოიყენა ეს კანონი და გააჯანჯლა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან მალე წერტილი დაესმება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.