„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება ცუდი მოულოდნელობა იყო. თუმცა, მისი თქმით, ოქტომბრის შემდეგ ეს აუცილებლად განხორციელდება.
„ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება ცუდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ იმედი, ეს ნამდვილად მოხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს ამ ეტაპზე. ოქტომბრის შემდეგ ეს აუცილებლად განხორციელდება და „თავისუფალი დემოკრატები“ ისევე როგორც ძველად, დიდ წვლილს შევტანთ ამ საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.