ვიცე პრემიერი კახა კალაძე ,,რუსთავი 2’-ის სასამართლო პროცესებს ეხმაურება და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს.
„მიდის საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს არის სასამართლო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს ასე არ არის მეგობრებო. რუსთავი2 იყო, არის და იქნება მომავალშიც. ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, საზოგადოებას, რომ აქ მიდის სასამართლო პროცესი ბატონ ხალვაშს და ძმებ ყარამანიშვილებს შორის. ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი,“ - განაცხადა კახი კალაძემ.