თეონა მოსიას ქაართული ჯაზური კომპოზიციები ავსტრიის საზოგადოებრივი რადიოს (ORF) პირდაპირ ეთერში აჟღერდება.
კონცერტი 14 ივნისს ვენაში, რადიოს სტუდიაში 20.00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.
ივენთზე დასწრება, ბილეთების წინასწარი დაჯავშნით, მსურველებსაც შეუძლიათ.
კონცერტი ცნობილი ავსტრიელი პიანისტის იოჰანეს თომას ალბომის პრეზენტაციას ეძღვნება, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ჯაზს, თეონა მოსიას შესრულებით ეთმობა.
‘‘Colors of Voices‘‘-ში ქართველი ჯაზმომღერლის 4 სიმღერაა შესული.
ავსტრიელმა კრიტიკოსმა კატრინ კალარ ზემლერმა, მოსიას ჯაზური ვოკალური იმპროვიზაცია ამერიკელ ჯაზოპიანისტ მაკკოი ტაინერის სტილს შეადარა და აღნიშნა, რომ მოსიას მუსიკალურ ენერგეტიკა საოცრად მომაჯადოებელია. მანვე ქართველი შემსრულებელი ‘‘მხურვალე მზეს შეადარა, რომელსაც სახლის ყველა ფანჯარა უნდა გაუღო‘‘.