რუსეთი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცისთან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, უკვე გაშლილია იმპროვიზირებული სამხედრო ბანაკი, სადაც იმყოფებიან დიდი რაოდენობით სამხედროები და ასევე, მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა.
სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ბანაკის გაშლა სწორედ სამხედრო ბაზის მშენებლობას უკავშირდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბანაკში 240 სამხედრო ჩავიდა. ქალაქ კლინცი კიევიდან 280 კილომეტრში მდებარეობს.