საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ცხელ საფეხბურთო სეზონს სთავაზობს, ევრო 2016-ის ყველა თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 10 ივნისიდან 10 ივლისამდე პირველი არხი მთაწმინდაზე მოწყობილი სპეციალური პავილიონიდან იმაუწყებლებს, საიდანაც ეთერში გავა სპორტული რეპორტაჟები და გადაცემები: „სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან ერთად", „დილა პირველზე" და „კომუნიკატორი".
პირველი არხი ევრო 2016 ის ფარგლებში განსხვავებულ და სიურპრიზებით სავსე ეთერს სთავაზობს აუდიტორიას, უყურეთ საყვარელ სპორტს, საინტერესო გადაცემებს და მოიგეთ პრიზები.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მთაწმინდაზე, პავილიონის მიმდებარედ მოწყობილ სივრცეში, დიდ ეკრანზე თვალყური ადევნოს ევროპის ჩემპიონატს.
ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის, მათ ვისაც ცხელი საფეხბურთო სეზონის კომფორტულ გარემოში გატარება სურს, გვეწვიეთ მთაწმინდაზე მოწყობილ სივრცეში და დიდ ეკრანზე ადევნეთ თვალყური სპორტულ მატჩებს. საზოგადოებრივი სივრცის სტუმრობა შეგიძლიათ ყოველდღე 11 ივნისიდან.