საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ესპანეთის ნაკრების კარში თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
პირველ ტაიმში ესპანელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა საქართველოს კართან, თუმცა გოლის გატანა ვერცერთხელ მოახერხეს.
მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას ესპანეთის ნაკრები ფლობდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
გუნდების შემადგენლობები:
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, აბურჯანია, ჯიღაური, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დვალიშვილი;
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაისი.
ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ტიაგო, ვასკესი, ფაბრეგასი, ნოლიტო, ადურისი;
მთავარი მწვრთნელი: ვინსენტე დელ ბოსკე.