დღეს, 25 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში "ფიროსმანი" აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე აფხაზეთის სხვადასხვა თაობის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შექმნილი 15 მხატვრის განსხვავებულ ჟანრში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები) შესრულებული 45 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების საგაზაფხულო გამოფენა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით იმართება.