დღეს, 25 მაისს, 20:00 საათზე, ვაკის პარკის ღია კინოთეატრში კავშირი "არტ-გენი" გამართავს ახალი პროექტის, განახლებული ვებგვერდისა და ფესტივალ "არტ-გენის" აუდიოდისკის პრეზენტაციას.
ახალი პროექტი განხორციელდება ფესტივალ "არტ-გენის" ფარგლებში. ფესტივალი "არტ-გენი 2010" ეძღვნება ქართულ ენასა და დამწერლობას. ახალი პროექტის თანადაფინანსებას 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ევროკავშირის საგრანტო პროგრამა "Invest in People"-ის ფარგლებში.
პრეზენტაციას დაესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლები: წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი; ატაშე/პროექტის მენეჯერი, პროფესორი ოლივერ რაიზნერი. პროექტის მხარდამჭერები არიან კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. პროექტის პარტნიორია საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი "კავკასია".
კავშირი "არტ-გენი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საოჯახო ფოლკორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციის მოძიება და მათი პოპულარიზაცია, დაფუძნდა 2004 წლის დასაწყისში.