ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის შეფასებისას, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანი.
“მას გულწრფელად მიაჩნია, რომ მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა 2012-თან შედარებით. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ის საუკეთესო მეოთხე წელიწადი უნდა გადავწიოთ 2030 წლისთვის. ამიტომ ჩვენ, სამწუხაროდ, როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილზე, გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომ ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანი,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.