ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის შეფასებისას, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ივანიშვილი აპირისპირებს საზოგადოებას. მისი თქმით, ყოფილმა პრემიერმა დაადასტურა, რომ მთავრობა ყველა წვრილმან საკითხზე მისგან იღებს დავალებას.
“ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილი აპირისპირებს საზოგადოებას. ის საერთოდ არ საუბრობს ეკონომიკურ პრობლემებზე, იმ პრობლემებზე რაც არის შედეგი მისი არაფორმალური მმართველობის. მან დაადასტურა, რომ მთავრობა ყველა წვრილმან საკითხზე მისგან იღებს დავალებას. ის არის პასუხისმგებელი იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლოში,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.