დღეს, 25 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ლორეტა აბაშიძე-შენგელიას რეტროსპექტიული გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამხატრო აკადემიიდან აცნობეს, გამოფენა 10 დღეს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 1972 წლიდან პროფესორი ლორეტა შენგელია მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრაზე. 1989 წელს მიიღო I პრემია ესტამპის გამოფენაზე "საერთაშორისო სალონი".
2007 წელს პეტერბურგში "ვეფხისტყაოსანი" მისი ილუსტრაციებით გამოიცა, რომელიც ერმიტაჟში, პეტერბურგის უნივერსიტეტში, მოსკოვის კალიგრაფიულ მუზეუმში, სორბონაში ინახება.