ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, მას მერე, რაც ,,ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია დატოვა, შედგა შეხვედრა ყოფილ პრემიერთან. ანი მიროტაძის ინფორმაციით, კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილს ურჩია, რომ იქნებ პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ აღარ ჩართულიყო.
„კახა შარტავამ მას ურჩია, რომ ვინაიდან ის იყო პოლიტიკური პროცესის ლიდერი, მას უარი უნდა ეთქვა მომავალში რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაზე და რომელიმე პარტიის მხარეს ყოფნაზე“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.
ზოგადად, მიროტაძე მედიისა და ექსპრემიერის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ ეს იყო პირველი ჯანსაღი შეხვედრა, სადაც მედიის წარმომადგენლებს და ბიძინა ივანიშვილს შორის ჯანსაღი კომუნიკაცია შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ბევრი კრიტიკული შეკითხვა დაისვა.