საქართველოს ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
„აშშ-ის პოზიცია მკაფიოა და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევას. ჩვენ სიტყვიერადაც და საქმითაც არა ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა,“ - განაცხადა იან კელიმ.