სტამბოლის ცენტრში ავტობუსის გაჩერებასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია რვა ადამიანი. ინციდენტი ტურისტებში პოპულარულ რაიონში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.
თვითმხილველთა თქმით, აფეთქება დილის პიკის საათში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც გაჩერებას პოლიციის ავტობუსი მიუახლოვდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.