საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, მარია გაბრიელა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მკაფიო პოზიტიური მესიჯი უნდა გაერგზავნოს. ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ საქართველო აშკარად არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში სტრატეგიული პარტნიორი. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით ძალისხმევას მიმართავს.
„ევროკავშირი ხედავს კონკრეტული მაგალითებს. როგორც მომხსენებელმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, მსურს, პირდაპირ განვაცხადო, - მრავალ საქმეზე ვიყავი მომხსენებლი და ჩემი პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციას. როცა სავიზო საკითხებზეა საუბარი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ამ პოლიტიკის ცენტრში. ამ შემთხვევაში ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. დღეს მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო პოზიტიური მესიჯი გავუგზავნოთ. სავიზო პოლიტიკას მე განვიხილავ ძლიერ ინსტრუმენტად ხალხებს შორის კონატქტების განვითარებისთვის. ეს ასევე არის ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს უწყობს ხელს. ჩვენ უნდა განვიხილოთ სავიზო პოლიტიკა, როგორც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ინსტრუმენტი“,-აღნიშნა მარია გაბრიელმა სიტყვით გამოსვლისას.