ყაზახეთის ხელისუფლებამ ქალაქ აქტობეში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა. ხელისუფლება ქალაქის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ დარჩნენ შინ და არ იმოძრაონ ქალაქში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამეორებითი თავდასხმების საშიშროების გამოა გამოცხადებული. მათივე ცნობით, ქალაქში არ იჭერს ტელეფონები და არ არის ინტერნეტი.
გუშინ ყაზახეთში, ქალაქ აქტობეს საომარ ნაწილში შეიარაღებულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, შემთხვევის დროს დაიჭრა 10 ადამიანი. უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ. სამართალდამცავებმა 4 დამნაშავე მოკლეს, 7 კი დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულია კიდევ ხუთი თავდამსხმელი ამის ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, მათი ვინაობა დადგენილია, თუმცა სახელები არ გასაჯაროებულა. ასევე დაკავებულია ორი ადამიანი. ჩხრეკისას ეჭვმიტანილებს მოპარული იარაღი აღმოაჩნდათ.
ამგვარად, მოკლულია სულ ცხრა თავდამსხმელი, ცხრა ადამიანი კი დაკავებულია.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მიმდევრებმა განახორციელეს.