სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპული ოჯახის ისტორიული წევრი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა უამრავი რეფორმა განახორციელა, მათ შორის უმძიმესი რეფორმები, რათა უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიღებულიყო.
„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროპული ოჯახის ისტორიული წევრი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, მაგარამ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. ბევრი არაფერი შეგვიძლია, ამ ეტაპზე, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ახლა ევროკავშირის დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს პოლიტიკურ დონეზეც ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილი, რადგან არავის მივეცით უფლება, ეთქვათ, რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა, ქართველმა ხალხმა ან მისმა მთავრობამ ამ პროცესს რამე დააკლო. ამიტომაც, ვიყოთ ოპტიმისტები, დაველოდოთ პარტნიორი ქვეყნების ვერდიქტს, რომელიც მჯერა, რომ დადებითი იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.