31 წლის ბრიტანელი მსახიობი თეო ჯეიმსი ჯეიმს ბონდის როლზე ოფიციალურად დაამტკიცეს. მსახიობის მონაწილეობით პირველი ფილმი 2017 წელს გამოვა.
ასევე, ცნობილია, რომ ახალ ფილმზე მუშაობას არ აპირებს „სპექტრის“ რეჟისორი სემ მენდესი.
ბონდიანას ბოლო სამ ფილმში მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი ასრულებდა, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბონდი იყო ბონდიანას არსებობის ისტორიაში.
როლზე ახალი მსახიობის დამტკიცებას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა, ძირითადად, ბონდის ქალ თაყვანისმცემლებს შორის.
ნაწილს ტეო ჯეიმსი მოსწონს, ნაწილი თვლის, რომ დენიელ კრეიგი უკეთესი ბონდი იყო