პარიზში, მდინარე სენაში წყლის დონე ეტაპობრივად კლებულობს. 3 ივნისს მან ბოლო 34 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 6 მეტრს გადააჭარბა. წყალდიდობის საშიშროების გამო ნაწილობრივ დაიკეტა პარიზის მეტრო, ლუვრი, მუზეუმი ორსე, ასევე ზოგიერთი პარკი და სასაფლაო.
სინოპტიკოსები სენაში წყლის დონის 6,5 მეტრზე მეტად მომატებას ვარაუდობდნენ. თუმცა, წყლის დონემ დაწევა დაიწყო. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის დედაქალაქში გაფრთხილების „ნარინჯისფერი დონე“ ნარჩუნდება.