საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2015/16 წლების გამარჯვებული დინამო თბილისი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უბრუნდება. დინამო ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპაზე 34 გუნდი იასპარეზებს.
„დინამოს“ სავარაუდო მეტოქებს , ესენი არიან :
„დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი) , „ჟალგირის“ (ლიტვა) , „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) , „კრუსადერს ბელფასტი“ (ჩრ.ირლანდია) , „სანტა კოლომა“ (ანდორა) , „დანდლაკი“ (ირლანდია) , „ჰბ36 ტორშვანი“ (ფარერები) , „ზრინსკი“ (ბოსნია) , „იფკ ნორკიპინგი“ (შვედეთი) ,“ვარდარი“ (მაკედონია) , „ჰაპოელი ბეერ-შევა“ (ისრაელი)“ , „ოლიმპია ლუბლიანა“ (სლოვენია) ,“ვალლეტა“ (მალტა) ,“ფლორა“ (ესტონეთი) ,“პოდგორიცა“ (მონტენეგრო) , „ტნს“ (უელსი) , „სჯკ“ (ფინეთი) .
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფკაციო ეტაპი 14 ივლისსს აიღებს სტარტს.