განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ სისტემაში განხორციელებული რეფორმების გატარებიდან ოთხი წელი გავიდა და ახლა მნიშვნელოვანია დაიგეგმოს ახალი მიმართულებები. შესაბამისად, მის გათავისუფლებას სანიკიძე გონივრულს უწოდებს.
„ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილება იყო. გვაქვს მიზანი, გადავაბაროთ განხორციელებული პაკეტები ახალ მინისტრს და მასთან ერთად მოხდეს სისტემის სწორედ დანახვა. ნებისმიერი ახალი მინისტრი ახალი რეფორმით და მიდგომით, იყო მხოლოდ სისტემის დამაზიანებელი. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, რომ სისტემა არ უნდა დაზიანდეს. მიმდინარე პროგრამები გაგრძელდება ჩვეულებრივ და რადიკალური გადაწყვეტილებები არ იქნება."- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამასთან, სანიკიძის თქმით, სამომავლო გეგმებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც უფლებამოვალეობებს ახალ მინისტრს სრულად გადააბარებს.