თბილისის სააპელაციო სასამართლოში ,,რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა განახლდა. სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ ნათია გუჯაბიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე მოსამართლემ განაცხადა, რომ არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს.
"იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს," - განმარატვს მოსამართლე.
სასამართლო კოლეგიის მოსამართლის განმარტებით, არც დისციპლინური სამართალწარმოება და მათ შორის, არც სარეკომენდაციო ბარათი მის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული.
,,მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, არანაირი ემოცია - არც დადებითი და არც უარყოფითი ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს," - აცხადებს გუჯაბიძე.
ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვება ითხოვეს, რაზეც მათ უარი უთხრეს, რის გამოც პროცესზე კამათი მიმდინარეობს.