,,ვერ აიხსნება ის მარცხი რომელიც იწვნია საქართველოს პრეზიდენტმა“ - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პრეზიდენტის ვეტოს შინაარსზე საუბრისას განაცხადა.
"ის მყისიერი ეფექტი, რომელიც ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების, ნორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, რამაც დაიცვა რუსთვი2 ახალი მენეჯმენტის შეჭრისკენ, როგორიც ეს დავინახეთ მაესტროს შემთხვევაში, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა, ასეთი კანონის პირობებში. პოლიტიკური გარიგების გარეშე, ლოგიკურად სამართლებრივად და პოლიტიკურად ვერ აიხსნება ის მარცხი რომელიც იწვნია საქართველოს პრეზიდენტმა , ასეთი შინაარსის ვეტოზე ხელის მოწერით", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს“ და შესაბამის კანონპროექტს იხილავს.
პრეზიდენტის შეთავაზებას დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი აცნობს, რომლის შეფასებითაც, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეწინააღმდგება საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელ კონსტიტუციურ ნორმებს, ევროპულ პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის მოსაზრებებს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ქვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.