აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება კრემლს გაახარებს. ამის შესახებ ,,ბიბისი“ წერს.
„ახლა მოსკოვს და პეკინს ჩვენი მოკავშირეების შურთ, რადგან წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მათ გაუხარდებათ, თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც აშშ-ს სიმძლავრის ამ წყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ დონალდი თავისას გაიტანს, კრემლში ზეიმს მოაწყობენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა კლინტონმა.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ის აცხადებს, რომ კლინტონი ნდობას აღარ იმსახურებს და ციხეში უნდა მოხვდეს, რადგან სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სამსახურეობრივ ელექტრონულ წერილებს პირადი სერვერიდან აგზავნიდა და ამით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს.