Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა დღეს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა. დღეიდან მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, თბილისში, თვალჭრელიძის ქ. N2-ში, სავაჭრო ცენტრი East Point-ში შეძლებს.
Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.
საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 118 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge