საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს მერი დაუშვილს და საქასტატის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად შემცირებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, რომელიც საქსტატის მონაცემებით, 12% -ს შეადგენს.
მაია მელიქიძე დაინტერესდა, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების მიზეზებით და იმ მეთოდოლოგიით, რითაც ამ მაჩვენებლების დადგენა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი დაინტერესდა ამ მეთოდოლოგიით და განაცხადა, რომ
აღნიშნული მეთოდოლოგია, რომლითაც საქსტატი სარგებლობს, დასახვეწია.
საქსტატის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მაია მელიქიძეს განუმარტეს, რომ მომავალი წლიდან ამ მეთოდოლოგიის დახვეწა იგეგმება და ასევე, გამოკითხულთა რაოდენობის გაზრდა, რაც უფრო ზუსტი მონაცემების მიღების შესაძლებლობას შექმნის.