გერმანიის პარლამენტმა მოიწონა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, 1915-1916 წელბში სომხეთის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა შეფასდა როგორც გენოციდი.
რეზოლუციის მიღებისას, პარლამენტის ქვედა პალატაში, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ, ერთმაც თავი შეიკავა.
თურქეთში მკვეთრი განცხადებები გაკეთდა რეზოლუციასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ რეზოლუციის მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
თუქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ პერიოდში მსხვერპლის რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანზე ბევრად ნაკლებია და მონაცემები გადაჭარბებულია.
თუქეთი ასევე უარყოფს ტერმინს ”გენოციდი”.
თუქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირმის განცხადებით, რომელიც რეზოლუციის მიღებამდე გაკეთდა, პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება ტესტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიაში 3.5 მილიონი თურქი ცხოვრობს, რომელთაც მნიშვნელოვანი წლვილი შეაქვთ გერმანიის ეკონომიკაში.
ფოტო: BBC