ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროდან 40 კილომეტრში დაფიქსირდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები სინგაპურშიც იგრძნობოდა, რომელიც ეპიცენტრიდან 531 კილომეტრითაა დაშორებული.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყოლია. მიწისძვრის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე შენობა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.