მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი შოთაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის ცალსახა ტყუილი.
,,ყოველთვის არის შესაძლებელი წინასწარ, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა არავის გადაუმოწმებია. აშკარაა, რომ გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ, აშკარად მიზანმიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსებენთ, გუშინ, ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, თაღლიღობაშია შემჩნეული და მის წინააღმდეგ სამართლებლივი დევნაა დაწყებული.