მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედია არსებობდეს, - განაცხადა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
“თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს კრიტიკული მედია. არსებობდეს მედია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული აღმშენებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ძალიან კარგი იქნებოდა, სასამართლომ ამას დიდი ყურადღება მიაქციოს, რადგანაც არსებობს ასეთი დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით ამ არჩევნების წინა პერიოდში. პირიქით კი არ დააჩქაროს ეს პროცესი სასამართლომ, არამედ შეანელოს, თუ ეს არის მართლაც მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხი ”, - განაცხადა ბაქრაძემ.