თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი - „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“.
მერიის ინფორმაციით, საბავშვო ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს, 16 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.
წიგნი „ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“ ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1 ივნისს. მასში საბავშვო ხალხურ პოეზიასთან ერთად შესულია შიო მღვიმელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გოგლა ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ნოდარ დუმბაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის და სხვა ცნობილი ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, ასევე, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედება.