უკრაინელი სამხედრო მფრინავი, პარტია “ბატკივშინას” დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. პარლამენტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ არ მისცემს დეპუტატებს უფლებას, დაივიწყონ მაიდანსა და დონბასში გარდაცვლილები.
“მე არ მოგცემთ უფლებას თქვენ, ვინც სხედხართ უმაღლეს რადაში სავარძლებში, დაივიწყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინაში თავდაპირველად მაიდანზე და დღემდე იღუპებიან დონბასში”, - განაცხადა სავჩენკომ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკომ საპარლამენტო ტრიბუნიდან თავისი გამოსახულებიანი პლაკატი მოხსნა და მათ ნაცვლად რუსეთში სხვადასხვა ბრალდებით გასამართლებუი უკრაინელების სურათები ჩამოკიდა.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ თუ საჭიროება მოითხოვს მზადაა უკრაინის პრეზიდენტი გახდეს