-3 ივნისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება სპექტაკლით „ყველაფერი სიყვარულით იწყება“. მსახიობი საქართველოში საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ - ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ჩამოვა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
ავერინი თბილისს 30 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მსახიობი 31 მაისს, სოფიკო ჭიაურელის, რამაზ ჩხიკვაძის, რეზო ჩხეიძის და სხვა კოლეგების საფლავებს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ასევე რამდენიმე ბავშვთა ცენტრს ეწვევა. ავერინის ვიზიტი დაგეგმილია ბათუშიც.
"მოუთმენლად ველი ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩამოვიდე თქვენს ულამაზეს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ ეს საღამო იქნება ისეთივე თბილი, როგორიც თქვენი ქვეყანაა" - განცხადა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში მსახიობმა.
მაქსიმ ავერინი ექვსი წლის ასაკში შედგა მის პირველი კინოდებიუტი ეპიზოდურ როლში. ცხრა წლიდან კი მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. ის მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ნომინირებული იყო თეატრალური პრემიაზე „ჩაიკა“. 2011 წელს კი "Taffy-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პრემია მიიღო.