მექსიკელი ფეხბურთელი, ბერძნული კლუბის “ოლიმპიაკოსის” და მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი ალან პულიდო მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში გაიტაცეს. 25 წლის პულიდო ტამაულიპას შტატში მდებარე მშობლიურ ქალაქ სიუდად-ვიქტორიას მახლობლად, 28 მაისის საღამოს ღამის კლუბიდან გამოდიოდა, როდესაც მის მანქანას ექვსმა ნიღბიანმა პირმა ალყა შემოარტყა.
ფეხბურთელის ძმის განცხადებით, ალან პულიდოს ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. გამტაცებლები ოჯახს არ დაკავშირებულან.