,,მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოდელს ბევრი კარგი მხარე აქვს, ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამგანაცხადა. მისი განმარტებით, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს.
„შემოთავაზებული კანონპროექტი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის, ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით, ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე“, - დასძინა ბესელიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ”რესპუბლიკელების” მიერ ინიცირებულ პროექტს ვახტანგ ხმალაძემ წარადგენს.