ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა. რეალმა რიგით მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ზინედინ ზიდანისთვის, როგორც რეალის ახალი მწვრთნელისთვის, სადებიუტო ფინალი წარმატებული აღმოჩნდა.
თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. ძირითადი დრო სერხიო რამოსისა და კარასკოს გოლების მეშვეობით, ფრედ 1:1 დამთავრდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. თუმცა, თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ხუანფრანის მიერ გაფუჭებული პენალტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო, გამარჯვების გოლი კი, რეალ მადრიდის პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
ესპანური დერბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე მეორედ შედგა. 2013-14 და 2015-16 წლებში. ორივეჯერ გამარჯვებული სამეფო კლუბი გახდა.
ესპანეთისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ეს მე-16 გამარჯვებაა. ეს ტურნირი 11-ჯერ რეალ მადრიდმა, ხოლო 5-ჯერ კატალონიის ბარსელონამ მოიგო.
რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სულ 13-ჯერ იყო. აქედან 11-ჯერ 1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-2000, 2001-2002, 2013-2014, 2015-16 წლებში ჩემპიონი გახდა. სამეფო კლუბი ამ ტურნირის ყველაზე წარმატებული კლუბია.