თავდაცვის მინისტრი კითხვაზე,საკმარისია თუ არა, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისთვის სასჯელს იხდის მხოლოდ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბშივილი, აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც დადგა 26 მაისისთვის და 7 ნოემბრისთვის არასაკმარისია:
„ამ თემაზე ჩემი პოზიცია იმ დღიდან მოყოლებული ცნობილია. იცით, რომ იმ დღეს მე იქ ვიყავი. 26 მაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ღამე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ისევე როგორც მისი შემდგომი დღეები, როცა დაკავებულებს ვეძებდით მთელი საქართველოს მასშტაბით. მე არ მგონია, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც დადგა, გნებავთ 26 მაისისთვის, გნებავთ 7 ნოემბრისთვის და იმ მრავალი დარბევებისთვის, რომელიც საქართველოში ხდებოდა, არის საკმარისი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.