საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყველას მოუწოდებს, კორცხელის ინცდენთთან დაკავშირებით, ზედმეტი ემოციისგან გათავისუფლდნენ.
„გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ჩემი განცხადების შემდგომ, სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან. გამომდინარე აქედან, მათი დაკავების საფუძველი გამოძიებას არ ქონდა“,-აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
„დაველოდოთ გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.