”ძალიან ხელსაყრელია, როდესაც გმირები მკვდრები არიან... მაგრამ ჩვენ ცოცხლები ვართ. გმირები იქნებიან უკრაინის უმაღლეს რადაში”, - განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ მის პირველ ინტერვიუში.
მან მედიის წინარმომადგანლებს განუცხადა, რომ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, მხოლოდ მოგვიანებით.
”მინდა გითხრათ - მე თავისუფალი ვარ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დედას, როომელთა შვილები ვერ დაბრუნდნენ ანტიტერორისტული ოპერაციიდან, მე კი ამ დრომდე ცოცხალი ვარ. მინდა ბოდიში ვუთხრა ყველა დედას, რომელთა შვილებს თავისუფლება აქვთ შეზღუდული, მე კი თავისუფალი ვარ. მე ვერ დავაბრუნებ გარდაცვლილებს, მაგრამ მუდამ მზად ვარ კიდევ ვიცხოვრო და არაერთხელ ვიბრძოლო უკრაინისთვის”, - განაცხადა სავჩენკომ.
ფოტო: უკრინფორმი