დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ კორცხელის ინციდენტს კავშირი ჰქონდეს პირად ანგარიშსწორებასთან. მისი თქმით, ხელისუფლებამ, ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა, იმ დოზით რა დოზითაც მოსახლეობას შეპირდა.
,,ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იარონ, რადგან ხელისუფლებამ, ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა, იმ დოზით რა დოზითაც მოსახლეობას შეპირდა. ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს ამგვარი ქმედებები, რადგან ყოველივე ეს გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ. უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა გამოყენებული იქნეს „თბილისურ მაედნად“ რისი მცდელობაც, ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პარტიას აქვს“, -აცხადებს თამაზ მეჭიაური.