თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სპეციალურად ხელოვნების საერთაშორისო ბაზრებისათვის გამოიცა გალა გალერეის კატალოგი - G Gala Gallery. კატალოგში წარმოდგენილია გალა გალერეის კონცეფცია, ის ხელოვანები, რომლებიც მუდმივად თანამშრობლობენ გალერეასთან, მის მიერ განხორციელებული პროექტები და ამ პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები.
კატალოგი წარდგნელი იქნა „არტ დუბაი 2016“-ზე, სადაც „ქონთემფორარის“ პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ სამოცდაათამდე გალერეას შორის თბილისიდან გალა გალერეა იყო. „არტ დუბაი“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც 2007 წელს აღინიშნა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე და გარდა კომერციული ინტერესებისა ის სხვა მახასიათებლებითაც იზიდავს ამ სფეროს წარმომადგენლებს. ამ არტ ბაზრობამ ახლო აღმოსავლეთის სახელოვნებო ლანდშაფტი შეცვალა და ის მსოფლიო არტ სცენის მნიშვნელოვან მონაწილედ აქცია. ქართული გალერეის ოფიციალური მონაწილის სტატუსით წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ადგილობრივი სახელოვნებო პროცესებისათვის, ქართული ვიზუალური ხელოვნების პოპულარიზაციისა და საგალერეო სისტემის განვითარებისთვის. „არტ დუბაის“ ყოველწლიურად ჰყავს 200 000-სზე მეტი ვიზიტორი, რომელთა შორის არიან საერთაშორისო მასშტაბის დილერები, არტ ბაზრების, აუქციონების წარმომადგენლები, კოლექციონერები. გალა გალერის კატალოგმა დიდი ინტერესი და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ამ მრავალფეროვან სახელოვნებო სივრცეში.
კატალოგზე მუშაობდნენ:
დედიკა ბულია /დამფუძნებელი, დირექტორი
ირინა არსენიშვილი /რედაქტორი
ხათუნა ხაბულიანი / ტექსტების ავტორი
მანანა არაბული / დიზაინერი zangodesign studioაა
გია ჩხატარაშვილი / ფოტოგრაფი /
თამარა ჯანაშია /ინგლისური თარგმანი
კატალოგში ასევე შესულია ელენე კაპანაძისა და ლელა ოჩიაურის სტატიები.
დაბეჭდილია Cezanne Printing House -ის მიერ.