რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. tourbus.ru რუსეთის ავიაციის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ Ural Airlines-ი ბათუმი-სამარას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას გეგმავს. როგორც ირკვევა აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირებისთვის ავიაკომპანია Ural Airlines-ს შესაბამისი ნებართვები უკვე გააჩნია.
როგორც რუსული გამოცემა იუწყება, რუსი ტურისტებისათვის საქართველო საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა და შესაბამისად რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოთხოვნაც გაიზარდა.
ირკვევა ისიც, რომ სულ მალე ქართულ ბაზარე კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია გამოჩნდება. RusLine ფრენებს თბილისსა და სოჭს შორის გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის Ural Airlines-ი ბათუმის მიმართულებით რეისებს ეკატერინგბურგიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან ახორციელებს.