ხვალ, 25 მაისს, გამომცემლობა "დიოგენე", ლიტერატურის მუზეუმში (ჭანტურიას #8, თბილისი მარიოტთან) რადიო "თავისუფლების" რეპორტიორები - ეკა ქევანიშვილის ლექსების კრებულის "აქ ნუ დადგებით" და ნინო თარხნიშვილის ფანტასტიკური პროზის "სათაური 37-ე გვერდზე" პრეზენტაციას გამართავს.
"აქ ნუ დადგებით" დევნილებისადმი საზოგადოების რეალურ დამოკიდებულებას ასახავს. კრებულში ომის თემატიკაზე დაწერილი არაერთი ლექსია შესული. აღსანიშნავია, რომ ლექსი ლიტერატურული კონკურსის, "წეროს" ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება თარხნიშვილის კრებულს, მისი სათაურის ნახვა მკითხველს სწორედ 37-ე გვერდზე შეუძლია. ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟის სახელის კითხვა ბოლოდან უნდა დაიწყოთ ან უბრალოდ, სარკე დაიხმაროთ.
წიგნები გაფორმებულია გურამ და გიგა წიბახაშვილების დიზაინით, სოფო აბუთიძისა ფოტოებითა და მაკა ლდოკონენის მხატვრობით.